logo
ENG



ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ [ვიდეო]

19 დეკ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ.

უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კირთაძემ თავდამსხმელს ჰკითხა, ვინ გამოგზავნა და რა ერქვა, თუმცა მან არ უპასუხა.

თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

თავდასხმა ძალადობრივი ალტ-ინფოს ოფისთან მოხდა. ძალადობის დროს ოფისიდან რამდენიმე პირი გამოვიდა, რომლებმაც უცნობ პირს მხარი დაუჭირეს.


close დახურვა