logo
ENG



სიმონიანი პუტინს: მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტს არ მიეცით უფლება, შეეჭამა აფხაზეთი, ოსეთი

20 დეკ 202216:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/20/sq3u5klyhsed2zb.jpg

რუსი პროპაგანდისტი და Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი რუსეთის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიაზე სიმონიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ რუსეთმა აგვისტოს ომი წამოიწყო.

"მადლობა კაციჭამიების ჩაძაღლებისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა "ჩაძაღლება". 20 წლის წინ არ მიეცით უფლება, თქვენგან გამოეგლიჯათ ჩვენი კავკასია [...] მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მადლობა, რომ რამდენიმე წლის წინ შეწყვიტეთ ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღში. იმის ყურებით, რა ხდება დონეცკში, არ შეიძლება არ ნერვიულობდე და განიცდიდე. მადლობა, რომ ტკივილით, სისხლით, მაგრამ ამ კანიბალების სისხლიანი პირიდან გლეჯთ ჩვენს ხალხს, რომ ამაზე დათანხმდით. ჩვენ დაგეხმარებით ამაში, ჩავაძაღლებთ კაციჭამიებს, რამდენადაც თქვენ მოითხოვთ ჩვენგან", - თქვა სიმონიანმა.

პუტინმა ასევე დააჯილდოვა  სამხედროები, სამშობლოს წინაშე დამსახურების პირველი ხარისხის ორდენებით ანექსირებული ლუჰანსკის და დონეცკის ხელმძღვანელები - ლეონიდ პასეჩნიკი და დენის პუშლინი. ასევე, სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის მესამე ხარისხის ორდენი გადასცეს ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დე ფაქტო გუბერნატორებს.


close დახურვა