სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე ამხილა.
კერძოდ, საუბარია, 9 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც რუსეთიდან საქართველოში სანქცირებული ფულის გათეთრების თემაზე რეპორტაჟის მომზადების დროს, შაბათის ფორმულას ჟურნალისტს რუსებმა ჟურნალისტს ავტომობილი მიზანმიმართულად დააჯახეს და ადგილიდან მიიმალნენ.
ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და მოიპოვა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, 2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.
ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს"- ნათქვამია განცხადებაში.