logo
ENG



პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები ვერ აირჩია

22 დეკ 202213:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/22/enc3vo18mq59wk6.jpg

პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები ვერ აირჩია.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. ვერც ერთმა მათგანმა საჭირო 100 ხმა ვერ მიიღო.

თამარ ალფაიძეს არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, ხოლო რევაზ ეგაძეს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა.

ამასთან, ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი იყვნენ გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე - ლევან ისაკაძე და ქრისტინე ქაჯაია. ვერც ერთმა მათგანმა საჭირო რაოდენობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. 


close დახურვა