ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი იოსებ სირაბიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მოსამართლემ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
"ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, რომელიც აღარ განმეორდება", - თქვა სირაბიძემ პროცესზე.
19 დეკემბერს ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სირაბიძე გიორგი კირთაძეს თავს დაესხა. მან კირთაძეს კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.