ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავს.
ვოლსკის თქმით, 2008 წელს 6 ევროპელი პრეზიდენტი გაბედულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში რუსეთის შეჭრას. მათგან 3-ს მოსკოვის "შორსმიმავალი ძალები" მისწვდნენ - იუშენკო და სააკაშვილი მოწამლეს, კაჩინსკი კი მოკლეს.
ევროპარლამენტარი ტვიტერზე 2008 წლის 12 აგვისტოს ომის დროს თბილისში გამართულ აქციაში მონაწილე ევროპელი პრეზიდენტების ფოტოსთან ერთად დღევანდელი სასამართლო პროცესიდან სააკაშვილის ფოტოსაც ავრცელებს.
"საქართველოს ხელისუფლება ციხეში კლავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
6 ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის პრეზიდენტი გაბედულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში რუსეთის შეჭრას.
2008 წლის 12 აგვისტო, თბილისი
პრეზიდენტები:
- უკრაინის იუშენკო - მოწამლეს
- პოლონეთის, ლეხ კაჩინსკი - მოკლეს
- სააკაშვილი მოწამლეს
მოსკოვის შორსმიმავალი ძალა“ - წერს სარიუშ-ვოლსკი.
Georgian gov killing President @SaakashviliM in prison
6 Central-East Europe Presidents courageously opposed RU invasion of GE
12 VIII 2008 Tbilisi
Presidents:
- of UA Juschenko poisoned
- of PL Lech Kaczyński killed
- Saakashvili poisoned
MOSCOW’s LONG ARM
pic.twitter.com/aX5pbIPCdz