logo
ENG



"რა გითხრათ, რით გაგახაროთ?" - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

31 დეკ 202211:59
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციასთან ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ტაბულასა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით აქცია "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?" გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო ილუსტრაციებიც გააკრეს და განაცხადეს, რომ დღეს ქვეყანას ანტიდასავლური, პრორუსული რეჟიმი მართავს. აქციის ორგანიზატორების თქმით, 2022 წელს ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოს წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში ბოროტის მხარეს დგას.

"2022 წელის სინათლის და სიბნელის, კეთილის და ბოროტის, ომის და მშვიდობის, ბრძოლის წელიწადი იყო. და მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოს ჭეშმარიტების მომენტი დაუდგა, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიკავა ბოროტების მხარე და სიკეთეს დაუპირისპირდა", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.


close დახურვა