პრობლემები ზამთრის სათხილამურო კურორტებზე - გაუქმებული ჯავშნები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში მეორე დღეა უხვი ნალექია, თოვლი მოყვარულებისთვის სასრიალოდ მაინც არა საკმარისი აღმოჩნდა. ადგილობრივები რომელთა შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა მკვეთრად დაბალია, სასტუმროებისა და რესტორნების უმრავლესობა კი ცარიელი.