
რუსეთში ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ 12-14 იანვარს თურქეთში უკრაინის უმაღლესი რადას ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრას გეგმავს.
"ვადასტურებ, რომ ვგეგმავ ასეთ შეხვედრას. თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი გაიმართება თურქეთში. ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი." - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ლუბინეცმა ასევე განაცხადა, რომ მოსკალკოვასთან შეხვედრა შესაძლოა იანვარში შედგეს.