logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, უკრაინა საქართველოში ელჩად ვოლოდიმირ ლუკიანოვს დანიშნავს

10 იან 202319:55
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ხელისუფლება საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნას გეგმავს. ფორმულას ინფორმაციით, ახალი ელჩი ვოლოდიმირ ლუკიანოვი იქნება.

ფორმულამ გაარკვია, რომ თითქმის ყველა პროცედურა უკვე გავლილია და თბილისში დიპლომატიურ სამსახურს ვოლოდიმირ ლუკიანოვი თებერვლის დასაწყისიდან შეუდგება.

ვოლოდიმირ ლუკიანოვი ამჟამად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. როგორც ფორმულასთვის ცნობილია, ეს მისი პირველი დიპლომატიური მისია იქნება. 

ფორმულა ვოლოდიმირ ლუკიანოვს დაუკავშირდა, თუმცა მან მედიასთან კომუნიკაციისგან თავი შეიკავა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი დროებით 1-ლ მარტს გაიწვია. მიზეზად დაასახელა საქართველოს ხელისუფლების "ამორალური პოზიცია" რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.  

მისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, რომ საქართველომ უკრაინაში საბრძოლველად წამსვლელი მოხალისეებისთვის გაფრენის ნებართვა არ გასცა. 


close დახურვა