საქართველოს მთავრობა ამ დრომდე დუმს, რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში ალიევის კრიტიკოსი სამოქალაქო აქტივისტი. სეიმურ ჰაზი სარფის საბაჟოდან ყოველგვარი განმარტების გარეშე გააბრუნეს, ის ახლა ანკარაში მიდის. ჰაზი ყოფილი პატიმარია, რომელიც სტრასბურგში გამართლდა და საერთაშორისო ორგანიზაციამ სინდისის პატიმარიც კი უწოდა. აზერბაიჯანელი აქტივისტი თბილისში რეაბილიტაციის კურსს სწორედ პატიმრობის დროს მიღებული დაზიანებების გამო გადიოდა. თავად სეიმურ ჰაზი და საქართველოდან 2017 წელს უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი და გატაცებული აფგან მუხთარლი მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობა ამჯერადაც აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.
უარი ქვეყანაში შემოსვლაზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და აქტივისტს
12 იან 202319:58
3 წუთის საკითხავი