logo
ENG



"სააკაშვილის სიის" შედგენაზე უფლებადამცველები იმუშავებენ

12 იან 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

უახლოეს დღეებში, მაგნიტსკის სიის მსგავსი, "სააკაშვილის სია" გამოქვეყნდება. არასათანადო მოპყრობა, ღირსების შელახვა, პერსონალური ინფორმაციის დარღვევა. ვინ მოხვდება ჩამონათვალში, გადაწყვეტილია. მოსამართლე, პროკურორები, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მედპერსონალის წარმომადგენლები, ოღონდ არა "ვივამედის", არამედ გორის საავადმყოფოსი. ამ ეტაპზე დაახლოებით 20-კაციან სიაში არ ჩაწერენ პოლიტიკოსებს, გარდა იუსტიციის მინისტრისა. რატი ბრეგაძე სიაში აუცილებლად მოხვდება. 


close დახურვა