რამდენიმედღიანი სტიქია დღეს მსხვერპლით დასრულდა. გასული დღეების განმავლობაში ადამიანები სიკვდილს არა ერთხელ გადაურჩნენ, დღეს კი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილი ხე ლანჩხუთში ავტომანქანას დაეცა. მძღოლის დროულმა მანევრირებამ იხსნა მგზავრებით სავსე ავტობუსი სამეგრელოში. რეგიონებში ასეულობით სახლია დაზიანებული, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ხალხი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, შეწყდა ბუნებრივი აირი და წყალი.