logo
ENG



დნიპროში ოკუპანტებმა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

14 იან 202318:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/14/e6re2zbctcfvvkk.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ცნობით, დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.

ტიმოშენკოს ცნობით, მოსახლეობა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი, განადგურებულია კორპუსის ერთ-ერთი შესასვლელი.

პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის ცნობით, უახლესი ინფორმაციით, კორპუსის ნანგრევებიდან 15 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კი ზუსტდება.

ტიმოშენკოს თქმით, ამჟამად ადგილზე ხანძრის ჩაქრობას და მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.

„უბრალოდ მონსტრები, სულ მცირე 1 შესასვლელი აღარაა, ნანგრევების ქვეშ ის ხალხია, ვინც სახლში იყვნენ დღესასწაულებზე. მე ვიცი ეს სახლი... სიახლოვეს დავიბადე და ვცხოვრობდი. ვიცნობ ამ რაიონის ხალხს. სტუმართმოყვარეს და მეგობრულს“ - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ.

დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვა გააგრძელა. უკრაინის უმეტეს რეგიონებში, მათ შორის კიევშიც საჰაერო განგაშია.

ასევე დღეს რუსეთმა ლვივში ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბა. ლვივის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკის ცნობით, მოსახლეობას შესაძლოა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნას.


close დახურვა