ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი ნიკა გურინი Facebook-ზე წერს, რომ ლევან ბერძენიშვილი ევროატლანტიკურ ცენტრთან, სადაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა, არ მიუშვეს.
მისი თქმით, "რეგიონებიდან ჩამოყვანილმა ხალხმა" შენობასთან პიკეტირება მოაწყო და უსაფრთხოების მიზნით ლექცია გააუქმეს.
"ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევროატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონებიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში", - წერს გურინი.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.