
უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა, მიმდინარე კვირაში, ევროკავშირისგან, ფინანსური დახმარების სახით, 3 მილიარდს მიიღებს. ინფორმაციას შმიგალი Twitter-ზე ავრცელებს.
"უკრაინამ და ევროკავშირმა ახლახან მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა გაერთიანებისგან 18 მილიარდ ევროს მიიღებს. ამ კვირაში ველოდებით ტრანს 3 მილიარდი ევროს ოდენობით. დიდი მადლობა ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ვალდის დომბროვსკისს. ეს ხელს შეუწყობს მომავალში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას", - წერს უკრაინის პრემიერი.