logo
ENG



მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო EBRD-სგან 55.6 მლნ ევროს მიიღებს

17 იან 202317:25
3 წუთის საკითხავი
clock 566
2023/01/17/nechd64g0rcnkbv.jpg

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს მიიღებს.

უწყების ინფორმაციით, დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას მოხმარდება.

მათი თქმით, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმებას, რომელიც თბილისის მეტროს მოდერნიზაციას ითვალისწინებს, ხელი დღეს, 17 იანვარს მოეწერა.

სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა, რომელიც საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

"პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი საქართველოში იმყოფება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად.

აღნიშნულ ვიზიტს 2022 წლის სექტემბერში წინ უძღვოდა EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს შეხვედრები თბილისში. ამჟამად, ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში", - წერია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა