logo
ENG



რატომ არ აშენდა გზა?!

17 იან 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

ოცნების შეუსრულებელი დაპირება და პროექტი, რომელიც მმართველ გუნდს მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება. ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ მესტია-ლენტეხის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის მშენებლობა გამოცხადდა. გარკვეული სამუშაოები დაიწყეს, მაგრამ მძიმე ტექნიკა უშგულამდე გაჩერდა. წელიწადის სამი სეზონის განმავლობაში მესტიის მცხოვრებლებს ლენტეხში მოსახვედრად ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კი მანძილი მნიშვნელოვნად დამოკლდებოდა. ადგილობრივები გზას ითხოვენ, მაგრამ უკვე დაპირებების აღარ სჯერათ, კონკრეტული პასუხი, ან რატომ გაჩერდა, ან როდის გაგრძელდება მშენებლობა, მთავრობას არ აქვს.


close დახურვა