logo
ENG



თოიძის თქმით, სააკაშვილს განუვითარდა დაავადება და შესაძლოა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგოს

20 იან 202313:11
3 წუთის საკითხავი
 

ნევროლოგ ოთარ თოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მარჯვენა თვალში მხედველობა გაუუარესდა და განუვითარდა პროგრესირებადი დაავადება, უმძიმეს შემთხვევაში კი შესაძლოა, მან ცალი თვალით მხედველობა დაკარგოს.

ნევროლოგმა ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ისაუბრა, სადაც სასჯელის გადავადებასა ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

"სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსების პირველი სამი თვის განმავლობაში, იგი ოფთალმოლოგს, თვალის ექიმს, ორჯერ ჰყავს ნანახი და დასკვნა არის, რომ ჯანმრთელია. ვივამედის კლინიკაში, მეორე გამოკვლევიდან ჩნდება ე.წ. თვალის ფსკერზე ბადურის დეგენერაციული ცვლილებები, რასაც ჰქვია მაკულოპათია, რაც დაემთხვა მხედველობის გაუარესებას მარჯვენა თვალში. მაკულოპათია ეს არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას. უმძიმეს შემთხვევაში, ცალი თვალით მხედველობას დაკარგავს, თუ არ გავრცელდა მეორე მხარესაც. უკანასკნელი პერიოდის ოფთალმოლოგიური დასკვნები ჩვენ არ გვაქვს, ბოლო დასკვნა თუ არ ვცდები ოქტომბერშია"- თქვა თოიძემ პროცესზე.


close დახურვა