logo
ENG



"რაღაც შიში ჰქონდათ, მერიდებოდნენ" - ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია

21 იან 202323:04
3 წუთის საკითხავი
clock 30799
2023/01/21/dle6fh0vm5fiq3c.png

2009 წელს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ რუსთავი-2-ის გადაცემა P.S-მა ჩაწერა.

გადაცემის ანონსში ობოლაშვილი ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს.

"რომ შევედი, თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ, მერიდებოდნენ... ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა", - ამბობს ობოლაშვილი.

ვენერა ობოლაშვილი 2009 წელს 15 დეკემბერს 79 წლის მარია არზამასევას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იგი არზამასოვას კუთვნილ ბინაში, მარტოხელა ქალთან ერთად ცხოვრობდა. გამოძიების მასალებში ობოლაშვილი აცხადებდა, რომ მოხუცს არაფერს აკლებდა, არც იმას უარყოფდა, რომ ბინის გაყიდვა უნდოდა და მოხუცი სწორედ ამის გამო მოკლა, 2 თვის შემდეგ კი მისი კუთვნილი ბინა 20 000 დოლარად გაყიდა და თანხა მიისაკუთრა.

გარდა ამისა მან კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა აღიარა. ობოლაშვილი მარტოხელა ადამიანებს ეცნობოდა, მათი ნდობის მოპოვებას ახერხებდა, ითვისებდა მათ ქონებას და შემდეგ კლავდა. ობოლაშვილმა აღიარებით ჩვენებაში თქვა, რომ 1984 წელს საკუთარი ქმარი მატარებლიდან გადააგდო, რის შემდეგაც მის საკუთრებაში არსებული ბინა გაყიდა და გაყიდვიდან მიღებულ თანხას დაეუფლა.

2008 წელს ობოლაშვილმა მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკაც მოკლა. მისი თქმით, კაცს თავის არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხიდიდან მტკვარში გადააგდო. ამის შემდეგ ობოლაშვილმა კალინკას ბინის თანხა - 50 000 დოლარი მიითვისა.

ობოლაშვილს სასამართლომ 2010 წელს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 


close დახურვა