logo
ENG



"მიხეილი კვდება და ახლა მთავარი არის დრო" - ბრაუდერი სააკაშვილის ბიძას და ადვოკატს შეხვდა

24 იან 202322:56
3 წუთის საკითხავი
clock 850
2023/01/24/ullyirux0lxsw36.jpg

მაგნიტსკის აქტის ავტორი ბილ ბრაუდერი მიხეილ სააკაშვილის ბიძასა და ადვოკატს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე მაგნიტსკის სიის დასრულება განიხილეს. 

"ახლახან დავასრულე შეხვედრა თემურ ალასანიასთან (მიხეილ სააკაშვილის ბიძა) და მასიმო დი ანჯელოსთან (მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი), რათა განგვეხილა მაგნიტსკის სიის დასრულება მიხეილის ციხეში მწამებლებისთვის. მიხეილი კვდება და ახლა მთავარი არის დრო", - წერს ბრაუდერი.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილამ მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".

მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

2022 წლის 23 დეკემბერს მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".

ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

 


close დახურვა