logo
ENG



83% საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს - IRI-ს კვლევა

27 აპრ 202221:43
3 წუთის საკითხავი
 
83% საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს - IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონიმიკისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია. 

5% თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის საფრთხე თურქეთია. 

4%-ის აზრით - ამერიკის შეერთებული შტატები. 

2% ფიქრობს, რომ ჩინეთი.

1%-ის აზრით - სომხეთი. 

1% - აზერბაიჯანი.

ამასთან, IRI-ის კვლევისვე მიხედვით, 2022 წლის მარტის გამოკითხვით, რუსეთთან დიალოგს სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერს გამოკითხულთა 62%, სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება - 36%;

2021 წლის ივნისში რუსეთთან დიალოგს სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერდა გამოკითხულთა 78%, სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგებოდა - 20%; 

გამოკითხვა ორგანიზაციამ 4-24 მარტს პირისპირ ინტერვიუების მეთოდით, რესპონდენტების სახლებში ჩაატარა. გამოიკითხა საქართველოს 1 486, 18 წლის ან უფროსი ასაკის მოქალაქე. კვლევა საქართველოს სრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია ასაკის, სქესის, რეგიონის და განსახლების ზომის მიხედვით. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%. 


close დახურვა