პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება შეიძლება მიზანმიმართული ყოფილიყო.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, მლოცველთა პირველ რიგში თვითმკვლელი ტერორისტი იყო, რომელმაც თავი აიფეთქა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.