logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტმა, ანი არველაძემ, დროების ადამიანის სიუჟეტისთვის EU-ს პრიზი აიღო

03 თებ 202314:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/03/z266hx8xjvsba7l.jpg
ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას და გადაცემა დროების ჟურნალისტმა, ანი არველაძემ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში საუკეთესო სიუჟეტისთვის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზი აიღო. 

ანი არველაძემ კონკურსზე ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022 წარადგინა სიუჟეტი - "მანუშაკი - ქართულის მასწავლებელი", რომელიც დროების ადამიანისთვის მოამზადა.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022 წლის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ: 

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში - ნინო ნარიმანიშვილი, ჯემნიუსი
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში - ანი არველაძე, გადაცემა დროება, ტელეკომპანია ფორმულა
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში - ნინო რამიშვილი, სტუდია მონიტორი
  • საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში - ბესიკ პაპასქუა, ინდიგო
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში - ქრისტინე გოგალაძე, ინდიგო
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფლება
  • საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში - თორნიკე მეტრეველი, ინდიგო
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო - დინა ოგანოვა, პროექტი 64

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას. 

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

 

close დახურვა