logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 131 290 ჯარისკაცი დაკარგა

05 თებ 202311:52
3 წუთის საკითხავი
clock 383
2023/02/05/ystcq8chzm0k2oz.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 131 290 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3220
  • ჯავშანტექნიკა - 6405
  • საარტილერიო სისტემა - 2226
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 460
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 227
  • თვითმფრინავი - 294
  • ვერტმფრენი - 284
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1958
  • ფრთოსანი რაკეტა - 796
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5091
  • სპეცტექნიკა - 203

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა