logo
ENG



აშშ-მა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა

05 თებ 202313:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/05/jigm923scb34xho.jpg

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლენდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონების უკრაინისთვის გადაცემის პირველი ნებართვა გასცა.

ამის შესახებ გარლანდმა უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრიი კოსტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გარლანდის თქმით, აშშ-ის კონგრესმა იუსტიციის დეპარტამენტს მისცა უფლება, რომ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ. დღეს აშშ-ის გენპროკურორმა ამგვარი პირველი გადარიცხვა დაამტკიცა.

„კონგრესმა იუსტიციის დეპარტამენტს მიანიჭა ახალი უფლება, რომ გარკვეული აქტივები, რომლებიც რუს ოლიგარქებს ჩამოვართვით უკრაინის ხელახალი აღმშენებლობისთვის გადავრიცხოთ. დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებისთვის პირველი გადარიცხვა დავამტკიცე“ - განაცხადა გარლენდმა.

გარლენდის თქმით, გასული წლის აპრილში რუსი ოლიგარქის კონსტანტინ მალოფეიევის სანქციების გვერდის ავლაში ბრალდების შემდეგ აშშ-ის ფინანსურმა დეპარტამენტმა მას მილიონობით დოლარი ჩამოართვა.

აშშ-ის გენპროკურორის ცნობით, გუშინ ნიუ იორკის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მალოფიევისთვის ჩამორთმეული ქონება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცემა, რომელიც ამ თანხას "უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად" გამოიყენებს.


close დახურვა