logo
ENG



უამინდობის გამო სტამბოლი-თბილისის რამდენიმე რეისი გაუქმდა

05 თებ 202323:08
3 წუთის საკითხავი
clock 738
2023/02/05/d0zu74aayjurg5q.jpg

ძლიერი თოვის გამო სტამბოლიდან ფრენები გაუქმდა, მათ შორის თბილისის მიმართულებით.

TAV Georgia-ში ფორმულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე დადასტურებულია 6 თებერვლის 3 ფრენის გაუქმება:

პეგასუსი: 6 თებერვალი, 03:40 საათი, საბიჰა გოკჩენის აეროპორტი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ფრენის ნომერი PC 319;

თურქიშ ეარლაინსი: 6 თებერვალი, 06:05 საათი, სტამბოლის აეროპორტი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ფრენის ნომერი TK 377;

თურქიშ ეარლაინსი: 6 თებერვალი, 07:25 საათი, საბიჰა გოკჩენის აეროპორტი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ფრენის ნომერი TK 7723.

კომპანიაში ამბობენ, რომ მომდევნო ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე განათავსებენ, როგორც კი მიიღებენ.

იქამდე თურქიშ ეარლაინსმა ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო 5 და 6 თებერვალს დაგეგმილი ფრენების ნაწილი გაუქმებულია.


close დახურვა