
რუსი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი ოლეგ პანფილოვი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე ოქსანა მასლაკი ავრცელებს.
2008 წლის 1-ელ სექტემბერს მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა "ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის". 2009 წლის 8 ნოემბრიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში.
2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო ეუთოს წარმომადგენლის კანდიდატობაზე მედიის თავისუფლების საკითხებში.