logo
ENG



ვივამედიდან სააკაშვილის გონების კარგვის კადრები გავრცელდა [ვიდეო]

11 თებ 202314:01
3 წუთის საკითხავი
 

CNN-მა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა. კადრებში გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს.

ეს ვიდეოები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა - ის ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ მკურნალობის შემთხვევაშიც კი ვეღარ მოხდეს მისი გამოჯანმრთელება.

"ის საჭიროებს სასწრაფო გადაყვანას და უნდა ჩაუტარდეს დეტოქსიკაციის პროცესი და მაშინაც კი, ჩვენმა ნევროლოგმა არ იცის, მოხდება თუ არა მისი ტვინის დაზიანების შემობრუნება", - განაცხადა მასიმო დანჯელომ.

კლინიკიდან სააკაშვილის კადრები 14 დეკემბერს გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც, თუმცა არასრული სახით. CNN-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში კი ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია და აქვს კრუნჩხვითი შეტევები.

6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ყოველდღიურად გააპროტესტებენ. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.


close დახურვა