logo
ENG



თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25 000-ს აღემატება

11 თებ 202321:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/11/7zmobb9yerj7ydc.jpg

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25 000 ადამიანს აღემატება. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე 21 848 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება სირიას, მიწისძვრას ამ დროისთვის 3 553 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სტიქიის დროს თურქეთში ასევე 80 104 მოქალაქე დაშავდა, ხოლო სირიაში 5 273. 

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 4 მოქალაქე, კიდევ ერთს ამ დრომდე ეძებენ. 

მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში. თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.


close დახურვა