logo
ENG



უკრაინის დაზვერვამ გააფრთხილა მოლდოვა, რომ კრემლს იქ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდა

12 თებ 202300:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/12/suxonzw0u2r60rv.jpeg

უკრაინის დაზვერვამ გააფრთხილა მოლდოვა, რომ რუსეთის უახლოეს მომავალში იქ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უნდა. ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გააკეთა.

დანილოვმა ინტერვიუს დროს მიანიშნა, რომ მოლდოვაში გადატრიალების მცდელობაში კრემლი ჩეჩენ ბოევიკებს გამოიყენებს, რომლებიც გასული წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ქვეყნის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციისთვის გაგზავნა. მისივე თქმით, ეს ჩეჩნები ახლა თურქეთში იმყოფებიან და "მაშველებად" მუშაობენ.

"რუსეთს ძალიან უნდა, რომ იქ [მოლდოვაში] ყველაფერი ისევ გამწვავდეს. ზუსტად რუსეთის დახმარებით - რომ იქ იყოს დაძაბულობის კერა, რომელზეც ჩვენ მაქსიმალური ყურადღება უნდა გადაგვეტანა. ახლა ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რომ ეს "მაშველები" არ აღმოჩნდნენ კიშინიოვში. ჩვენ ვიცით მათი სახელები და გვარები", - თქვა დანილოვმა.

სიტუაცია მოლდოვაში

9 თებერვალს ბრიუსელში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ შეიტყო კრემლის გეგმების შესახებ მოლდოვაში ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. დაზვერვის ეს მონაცემები კიშინიონს გადასცეს.

მოგვიანებით მოლდოვის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მათ ასეთი ინფორმაცია კიევიდან ნამდვილად მიიღეს, მაგრამ უარი თქვეს დეტალების გამჟღავნებაზე.

მეორე დღეს მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად გადადგა მთელი მინისტრთა კაბინეტი.

მოლდოვაში ბოლო თვეებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა სანდუმ და მისმა მხარდამჭერებმა პრორუსული ძალები პროვოკაციების ორგანიზებაში დაადანაშაულეს.


close დახურვა