საქართველოში სოფელ გომთან 4.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბიძგები დღეს, თბილისის დროით 12:07 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრა იყო გუშინ საქართველოს დროით 19:33 საათზეც - დაზუსტებული ინფორმაციით, ეპიცენტრი იყო დაბა ხულოდან 17 კმ-ში, კურორტ ბახმაროში.