logo
ENG



სპეცოპერაცია საბურთალოზე - დაკავებულია 1 პირი

13 თებ 202317:01
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 1 საათის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, დაკავებულია 1 პირი.

პოლიციამ BMW-ს მარკის მანქანა გააჩერა და გაჩხრიკა. ფორმულას კამერამ გადაიღო, როგორ ამოიღო პოლიციამ მანქანიდან 2 ცეცხლსასროლი იარაღი. მოგვიანებით მანქანა დალუქეს და ევაკუატორმა წაიყვანა.

ფორმულამ მანქანაში მსხომებთან, ასევე, იქ მყოფ ახლობლებთან გასაუბრება სცადა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება უარი თქვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა