ექიმი თამარ დავარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმი აღნიშნავს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს და არაბალანსირებულად იკვებება. გარდა ამისა, ის აგრძელებს წონაში კლებას.
ამის შესახებ ექიმმა ვივამედში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.
"შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენცია არის დამძიმებისკენ იქიდან გამომდინარემ, რომ სხეულის წონა და მასა რჩება დაქვეითებული. 20 რიცხვისთვის წონა იყო 67,2 კილოგრამი და მასის ინდექსი იყო 18,2. გამოხატული არის ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან, საერთოდ საწოლშია პაციენტი, მწოლიარეა, აქვს და როგორ აღვნიშნე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. პირღებინება, არ გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო ჩვენთან. მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ძალიან გვიშლის ხელს", - თქვა ექიმმა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილური რჩება.
ექიმებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ სააკაშვილი კვების კალორაჟი არის მესამედი იმისა, რაც მისთვის არის შეთავაზებული. მათივე თქმით, პაციენტმა უარი თქვა ცილოვანი დანამატების მირებაზეც.
"მე შემიძლია თამამად გითხრათ ჩვენი კლინიკისა და პერსონალის სახელით, რომ ჩვენი ექიმები თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ, როგორც გითხარით თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი თუ საშუალება აქვს მიწოდებული. მაგრამ არის მეორე მხარე, თანხვედრა მიზნების, რა მიზნებიც გააჩნია სამედიცინო მხარეს, იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც. ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი [სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა ეს მაჩვენებლები და ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად დამოკიდებული არის, რამდენად მიღწევადია ეს, თუ რას ვაღწევთ ჩვენ, პაციენტზეც", - აღნიშნა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.