გურჯაანში, 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ მცირეწლოვანის მამა დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო.
"ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 1986 წელს დაბადებული ა.თ-ს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება", - ამბობენ შსს-ში.