logo
ENG



ევროპულმა საქართველომ კანცელარიასთან აქცია გამართა და კრემლის მაკეტი დალეწა [ფოტოები]

25 თებ 202321:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/25/4haxaohneqkm195.jpg
კრემლის მაკეტის დალეწვა კანცელარიასთან
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ევროპული საქართველოს წევრებმა, ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ და თავისუფლების ინსტიტუტმა საბჭოთა ოკუპაციის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე კრემლის მაკეტი მიიტანეს და დალეწეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

პარტიის ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარების ნაცვლად, მტრის ინტერესებს ემსახურება.

"ჩვენ გვინდოდა, რომ ამ ადგილას, სწორედ იმიტომ რომ, დღეს სამწუხაროდ ამ შენობაში ზის ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების მაგივრად, მტრის საქმეს აკეთებს, ამ დღეს, როცა 102 წლის წინ გეოპოლიტიკური გარემოებების გამო, ჩვენი გმირების მსხვერპლი საკმარისი არ აღმოჩნდა ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად, გაგვეხსენა რამხელა ტრაგედია იყო, ის რომ მაშინ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ, მიუხედავად დიდი თავგანწირვისა. დღეს, როცა გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ჩვენ სასარგებლოდ ჯერჯერობით სამარცხვინოდ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ამოცანას შეასრულებს. თუ ეს ამოცანა არ შესრულდა ახლა, თაობები გადაიხდიან ამის ფასს, ზუსტად ისე როგორც ეს მოხდა 1921 წლის შემდეგ. სწორედ ამას ეძღვნება ეს აქცია", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კრემლის მაკეტი მთავრობის ადმინისტრაციასთან

კრემლის მაკეტი მთავრობის ადმინისტრაციასთან

კრემლის მაკეტი მთავრობის ადმინისტრაციასთან

კრემლის მაკეტი მთავრობის ადმინისტრაციასთან


close დახურვა