85 მომხრე, 8-წინააღმდეგი-გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე დაამტკიცეს. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა.
ლილუაშვილის დამტკიცებას წინ უძღოდა მისი მოსმენა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა მას სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატის პოსტზე მწვავე შეკითხვები დაუსვეს, მათ შორის ოკუპაციაზე, ტერორიზმზე, ოპოზიციის დევნასა და რუსულ პროპაგანდაზე.
