logo
ENG



ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების დაკავებას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას

02 მარ 202323:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/02/jryyhfrrrjepzuz.jpg

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გმობს.

ქარტია აცხადებს, რომ მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა კანონდარღვევაა და დაუშვებელია.

"ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა." - აცხადებს ქარტია. 

პარლამენტთან მიმდინარე აქციისას პოლიციამ გამოცემა პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავა.


close დახურვა