logo
ENG



პოლონური მედია: ოცნება EU-ს დემარშზე პასუხად თანახმაა, სააკაშვილი პოლონელმა ექიმებმა ნახონ

03 მარ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock 672

პოლონური გამოცემა Polskie Radio-ს ცნობით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვას დათანხმდა.

გამოცემა ინფორმაციას ბრიუსელში პოლონელ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.

EU-ს წევრმა ქვეყნებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატეს.

პოლონური გამოცემის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნების პროტესტზე პასუხად მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გასინჯვას დათანხმდა. გამოცემის ინფორმაციით, ექიმები პოლონეთიდან საქართველოში უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.

ასევე 10 თებერვალს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს. 


close დახურვა