logo
ENG



სამნიძე: აქციის მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს, ვიდექი და ვიდგები მოთხოვნით - არა რუსულ კანონს

09 მარ 202315:46
3 წუთის საკითხავი
 
სამნიძე: აქციის მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს, ვიდექი და ვიდგები მოთხოვნით - არა რუსულ კანონს

პარლამენტის დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ აქციასთან დაკავშირებით მისი განცხადება უზუსტო ინტერპრეტაციით გავრცელდა. სამნიძე განმარტავს, რომ აქციის მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს და უნდა გაგრძელდეს იგივე მოთხოვნით - არა რუსულ კანონს!

"ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით - არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი. უნდობლობა "ოცნების" მიმართ რეალობაა, რომელზეც პასუხის ისევ - არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს საქმე მიიყვანეთ ბოლომდე!!!!

ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთან ერთად და ვიდგები მოთხოვნით - არა რუსულ კანონს!

მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ - კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს "ოცნებამ"! გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია!!!! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!", - წერს სამნიძე. 

ხათუნა სამნიძემ დღეს განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის უკან გაწვევის მიუხედავად, პოლიტიკოსებმა მხარი უნდა დაუჭირონ საზოგადოების პროტესტს, თუმცა ამის სათავეში არ უნდა ჩადგნენ.

სამნიძის განცხადებას საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა და აღქმული იქნა ისე, თითქოს მან თქვა, რომ "აქციების გაგრძელებას აღარ ემხრობა".


close დახურვა