logo
ENG



სალივანი ზურაბიშვილს: საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი

11 მარ 202321:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/11/587isd8qsvaoxdh.jpg

თეთრი სახლის ცნობით, ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის ევროინტეგრაცია და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და გვერდის ავლის საფრთხეები განიხილეს.

თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გზაზე დაწინაურებისთვის აუცილებელი რეფორმების მისაღებად პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან ერთობლივი და ინკლუზიური მიდგომის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

სალივანმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილა. მათ გამოხატეს საერთო შეშფოთება "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტზე, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ემსახურებოდა და აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მხრიდან 2  კანონპროექტის გაწვევა მისასალმებელი ნაბიჯია.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის ბოლოს მხარეებმა დასავლეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრეს და სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ადგილი.

„ბოლოს მათ განიხილეს იმის აუცილებლობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს, რომ რუსეთმა განგრძობადად იგრძნოს სანქციების, ექსპორტზე კონტროლის და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების სრული ეკონომიკური ფასი, რომელიც აშშ-მ და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორისგან შემდგარი კოალიციამ დაუწესა რუსეთს, რათა პუტინს უკრაინაში მისი ომისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ბატონმა სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველომ თავიდან აირიდოს, გახდეს [სანქციების] გვერდის ავლის ან ამოვსების ადგილი“ - წერია განცხადებაში.

 

close დახურვა