logo
ENG



"პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოებაზე" - ბულვარში ბავშვის დაღუპვის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს

13 მარ 202315:06
3 წუთის საკითხავი
 
"პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოებაზე" - ბულვარში ბავშვის დაღუპვის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში გუშინ, 12 მარტს მომხდარი შემთხვევის გამო ერთი ადამიანი დააკავეს.

ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბასთან გუშინ ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 2 ბავშვი. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შსს-ს ინფორმაციით, "ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვა".

"გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.


close დახურვა