14 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად საუბარი შეეხება რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის დასახლების საბჭოს დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში წერია, რომ პოლიტპატიმრების შესახებ მოსმენა ადგილობრივი დროით 16:30 - 17:00 საათზე იქნება.