logo
ENG



პესკოვის თქმით, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება არ განიხილება

15 მარ 202319:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/15/lfht8dx75vizl3c.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება არ განიხილება.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მობილიზაციის საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია და მათი პოზიცია არ შეცვლილა. 

"ამ კითხვას მობილიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ. ამ საკითხს არ განვიხილავთ. რაც შეეხება მონაცემთა ბაზის განახლებას, ვიმეორე, ეს მუდმივი სამუშაოა. ყველა დეტალის დაზუსტებისთვის შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ სამხედროებს და თავდაცვის სამინისტროს", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.


close დახურვა