logo
ENG



საგამოძიებო სამსახურმა TV პირველის ჟურნალისტზე ძალადობის გამო ერთი პირი დააკავა

17 მარ 202316:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/17/8sgn5zcsf3tb3l6.jpg

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ ძალადობის გამო ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობის და მობილური ტელეფონის დაზიანების გამო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს 1 პირი - მ.ა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.“ - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

close დახურვა