ეკვადორის სამხრეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.
მიწისძვრის შედეგად 381-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში მკურნალობენ.
ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთში ქალაქ ბალაოსთან ახლოს იყო.
პრეზიდენტის კომუნიკაციების სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად განადგურდა სულ მცირე 44 სახლი, 90 კი დაზიანდა. ასევე დაზიანდა 50-მდე საგანმანათლებლო შენობა, 30-ზე მეტი ჯანდაცვის ცენტრი, გზები.
"ჩვენ ვრჩებით ტერიტორიაზე, ვამოწმებთ დაზიანებას, რაც დღეს დილით მიწისძვრამ გამოიწვია. მინდა დავადასტურო, რომ თქვენთან ერთად ვარ და გამოვხატავ სოლიდარობას და ერთგულებას დაზარალებულების მიმართ" - ტვიტერზე დაწერა ეკვადორის პრეზიდენტმა გილერმო ლასომ.