logo
ENG



"მიმართულია კრიტიკული მედიის ჩახშობისკენ" - ფორმულას დამფუძნებლის საქმე სახდეპის ანგარიშში

20 მარ 202320:56
3 წუთის საკითხავი
clock 1043
2023/03/20/v2i2t1p0cuw8tyc.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეც მოხვდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეეხება ერთ-ერთ კრიტიკულ ტელეკომპანიასაც, რადგან ფორმულა კეზერაშვილის ერთადერთ აქტივს წარმოადგენს.

"მედიის დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ტელეკომპანია ფორმულას მთავარი მფლობელისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმართული იყო კრიტიკული ტელეკომპანიის ჩახშობისკენ. კეზერაშვილი ასევე შიშობდა, რომ სახელმწიფო საბოლოოდ გაყინავდა მის ერთადერთ ქონებას საქართველოში. 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თანხის გაფლანგვის ბრალდებით აღძრულ საქმეზე კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონ ევროზე მეტის (5,8 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა დააკისრა. კეზერაშვილმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დირექტორმა ედუარდ მარიკაშვილმა 17 ნოემბერს განაცხადა: "რადგან კეზერაშვილი არ ფლობს სხვა აქტივებს საქართველოში, დიდი ალბათობაა, რომ ლეგალურად მისი აქტივების გაყინვა მოხდეს ფორმულას ანგარიშების გაყინვით. 2021 წლის სექტემბერში, უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი გაასამართლა და დაუსწრებლად მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც 2012 წლის ამნისტიის კანონის საფუძველზე განახევრდა. კეზერაშვილმა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

***

ხვალ, 21 მარტს სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. 

29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. 

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

 

 


close დახურვა