logo
ENG



ლელო პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტს აინიცირებს

28 მარ 202316:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/28/ul62vhpg51ot8g7.jpg

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტს აინიცირებს.

ინიციატორების თქმით, კანონპროექტი გულისხმობს პიროტექნიკის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტობრივად სრულ აკრძალვას. 

"ვინაიდან პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, აბინძურებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ცხოველებსა და ფრინველებს", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს ორ გამონაკლისს: ერთი ეს არის F1 კატეგორიის პიროტექნიკა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შესაძლებელია დახურულ სივრცეში. მეორე კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება კი დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორისმ არმაზ ახვლედიანის განცხადებით, მათ შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფოების პრაქტიკა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით და გაიარეს კონსულტაციები გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ასევე, კანონპროექტის ინიციატორების თქმით, კანონპროექტს საფუძვლად უდევს პარლამენტის კვლევითის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში პიროტექნიკის გამოყენების მიმართულებით არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.


close დახურვა