logo
ENG



ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში ავტომობილს ხე დაეცა - დაიღუპა 1 ადამიანი

28 მარ 202321:45
3 წუთის საკითხავი
clock 1368
2023/03/28/fvgcob1c91wogdh.jpg

ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა, რის შედეგადაც, მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

როგორც ცნობილია, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები მუშაობენ.

ძლიერი ქარია ბათუმშიც. ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა. ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქციები დაეცა.


close დახურვა