ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, შემდეგ - ტელეკომენტატორად.
სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მას მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავიც გაუხსნა ტელევიზიის სხვა პირველ წამყვანებთან, ლია მიქაძესთან და შურიკო მაჭავარიანთან ერთად.